სიახლეები
20 ივნისი
2025

ICAM-ის სამუშაო ვიზიტი თბილისში

ცხოველთა კეთილდღეობის არასამთავრობო ორგანიზაცია " მეიჰიუ საქართველოს " მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტით ICAM-ის ( კომპანიონი ცხოველების მართვის საერთაშორისო კოალიცია ) დირექტორი, დოქტორი ელი ჰიბი და გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფი იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, "მეიჰიუ საქართველოსა" და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს შინაური ცხოველების კეთილდღეობის, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირებისა და დაავადებების კონტროლის მიმართულებით როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები, ისე კონკრეტული აქტივობები, რომელთა განხორციელებაც მოკლევადიან პერპექტივაში მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს.

სტუმრებმა თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარიც მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე ოპერაციულ პროცესებს. ვიზიტის მონაწილეებმა თავშესაფრის თანამშრომლებს თავიანთი პროფესიული ხედვა და რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც შემდგომში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ICAM-ცხოველთა მართვის ინტერნაციონალური კოალიცია, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციათა გაერთიანებას დამიზნად ისახავს ცხოველების, მათ შორის ძაღლებისა და კატების, პოპულაციის ჰუმანურ და ეფექტიან მართვას გლობალურ დონეზე. კოალიცია მხარს უჭერს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს უწყობს ცხოველების კეთილდღეობას, ასევე ადამიანებისა და ცხოველების თანაცხოვრების მდგრად განვითარებას.