სიახლეები
01 ივლისი
2025

მოვლა-პატრონობის მონიტორინგი

სააგენტოს ეკიპაჟები ძაღლების გასაირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჯიმში ახორციელებენ და მოქალაქეებს წესების დარღვევასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო რეგულაციებზე ინფორმაციას აწვდიან.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა შინაური ცხოველების გასეირნების მონიტორინგი ამჯერად საბურთალოს რაიონში მდებარე პარკებსა და სკვერებში განახორციელეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით:
„ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“

მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესახებ მოქალაქეების ინფორმირება, რასაც სააგენტო საინფორმაციო ღონისძიებებით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.