სიახლეები
13 ივლისი
2025

სააგენტომ მიმკედლებლებს სხვადასხვა სერვისი შესთავაზა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმკედლებლებსა და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებს სხვადასხვა მომსახურება შესთავაზა.

პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე მიმკედლებლებმა მიიღეს შემდეგი სერვისები:
მიმკედლებლების საბუთების მოწესრიგება, მიკედლების პროცედურების წარმოება;
მიკედლებული და მიუსაფარი ცხოველებისათვის ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია;
მიკედლებული, სტერილური, 2-3 წლამდე ასაკის ძაღლებისათვის უფასო კომპლექსური ვაქცინაცია.

პროექტი მიზნად ისახავს მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ასევე, მიმკედლებლების მხარდაჭერას.