მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს
დღეს მეტროსადგურ "სამგორში" ესკალატორზე ძაღლი დაშავდა. ზარის მიღებისთანავე, ჩვენმა ეკიპაჟმა ცუგა მძიმე, მრავლობითი დაზიანებებით დაუყოვნებლივ გადაიყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მას სამედიცინო პერსონალმა ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარა და შესაბამისი ქირურგიული დახმარება აღმოუჩინა.
საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას თავშესაფარმა ჯიშის მახასიათებლებიდან გამომდინარე, დაკარგულის სტატუსი მიანიჭა. ამდენად, მკურნალობის პარალელურად, ცუგა 10 დღის განმავლობაში პატრონის გამოჩენას თავშესაფარში დაელოდება.
მახასიათებლები:
ჯიში: ლაბრადორის მეტისი
ასაკი: 2-3 წ.
სქესი: ხვადი
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე - (32) 242 11 71 (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)
მისამართი: ვარკეთილის მეურნეობა. თვალჭრელიძის ქ. 45ა
თუ პატრონმა არ მოაკითხა, ძაღლი გაჩუქდება 1-ლი აგვისტოდან.