სიახლეები
25 ივლისი
2025

სააგენტოს მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

დღეს ჩვენმა სამაშველო ჯგუფმა, ა.გობრონიძის ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე, ჭაში ჩავარდნილი ფისოს შესახებ მიიღო შეტყობინება.

რა თქმა უნდა, ეკიპაჟი ადგილზე სრული აღჭურვილობით გამოცხადდა, თუმცა, მისი გამოყენება საჭირო აღარ გახდა. ფისო ისეთი გონიერი აღმოჩნდა, რომ პირველადი დახმარების მიზნით, ჩაშვებულ სათლში ჩასკუპდა და მისი ამოყვანაც უმოკლეს დროში მოხერხდა.

ამის შემდგომ, მაშველებმა, მოსახლეობის დახმარებით, დედა კატის მოძიებაც შეძლეს და კნუტი მასთან დააბრუნეს.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის, 122-ის საშუალები.