სიახლეები
28 ივლისი
2025

დაბინავებული ცხოველების მონიტორინგი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თავშესაფრიდან სხვადასხვა პერიოდში გაჩუქებული ცხოველების მონიტორინგს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

მონიტორინგის ჯგუფი ცხოველების მოვლა-პატრონობას და საცხოვრებელ პირობებს ამოწმებს, რაც მომავალშიც სისტემატიურად განხორციელდება.

გამოქვეყნებულია მხოლოდ იმ ცხოველების ფოტოები, რომელთა მეპატრონეებმაც გადაღებაზე თანხმობა განაცხადეს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე, მათ შორის, უზრუნველყოს :
ცხოველის სათანადო კვება და დაწყურება;
ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება;
ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა;
სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.

აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.