დედაქალაქის მერის მოადგილემ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი მოინახულა
ვარკეთილში, ა. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ არაგველმა დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს დირექტორს გიორგი კობიაშვილს გააცნო.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა. სრულად გარემონტდება გარე და შიდა ვოლიერები, პოსტოპერაციული სივრცე, საოპერაციო ბლოკები, ასევე, მოეწყობა ახალი ვოლიერები, ლაბორატორია და ექოსკოპიის ოთახი. აღიჭურვება უახლესი აპარატურითა და ტექნიკით.
მერის მოადგილე პოპულაცის მართვის ცენტრში მიმდინარე პროცესებს დაააკვრდა, ასევე, მობილური ვეტერინარული კლინიკა დაათვალიერა და სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სააგენტოს ეფექტურობისა და თავშესაფრის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.