სიახლეები
27 აგვისტო
2025

დაბინავებული ცხოველების მონიტორინგი

 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თავშესაფრიდან სხვადასხვა პერიოდში გაჩუქებული ცხოველების მონიტორინგს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

 მონიტორინგის ჯგუფი ცხოველების მოვლა-პატრონობას და საცხოვრებელ პირობებს ამოწმებს, რაც მომავალშიც სისტემატიურად განხორციელდება.

 გამოქვეყნებულია მხოლოდ იმ ცხოველების ფოტოები, რომელთა მეპატრონეებმაც გადაღებაზე თანხმობა განაცხადეს.

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე, მათ შორის, უზრუნველყოს :

  • ცხოველის სათანადო კვება და დაწყურება;
  • ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება;
  • ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა;
  • სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.

 აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.