პროექტი „კარდაკარ“ გრძელდება
პროექტი „კარდაკარ“ ცხოველების კეთილდღეობისთვის ინტენსიურად გრძელდება, რომლის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლები შინაური ცხოველების ჩიპირებას, რეგისტრაციასა და ვაქცინაციას მისამართებზე ახორციელებენ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდება სხვადასხვა მისამართზე. ისინი კარდაკარ ამოწმებენ: იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას-კასტრაციას (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში). ასევე, ისინი არკვევენ, ჰქონდა თუ არა ცხოველს ჩატარებული ვაქცინაცია და როგორი პირობები აქვს ცხოველს.
პროექტის მიზანია მეპატრონეებისთვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ვაქცინაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, პატრონიანი ცხოველების კეთილდღეობის გაზრდა და ამ მიმართულებით მეპატრონეების ცნობიერების ამაღლება.