სააგენტომ შინაურ და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ მოქალაქეებს შემდეგი სერვისები შესთავაზა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკი) შინაური ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ მოქალაქეებს შემდეგი სერვისები შესთავაზა:
იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
კომპლექსური და ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია
პროექტის მიზანია, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისთვის ვეტერინარულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჭირო და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ️ვალდებული ხართ, მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სტერილიზაცია/კასტრაცია.