სიახლეები
22 სექტემბერი
2025

სააგენტომ დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განაახლა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განაახლა.

პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.

პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ! თუ გსურთ, რომ სააგენტომ აღნიშნული გაკვეთილი თქვენს კლასში ჩაატაროს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 550 05 41 44 ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელებში.