გლდანის თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს
გლდანის რაიონში ახალი თავშესაფრის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ტერიტორია 3000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სადაც განთავსდება 50 ვოლიერი, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და ლაბორატორია. აღიჭურვება უახლესი აპარატურითა და ტექნიკით , აგრეთვე სხვა ყველა საჭირო ინვენტარით.
ახალი თავშესაფარი დედაქალაქს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება, რაც გაზრდის მუნიციპალური სერვისების ეფექტურობასა და მოქნილობას.