სიახლეები
23 სექტემბერი
2025

28 სექტემბერი - ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

28 სექტემბერს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, შინაურ ცხოველებს (ძაღლები/კატები) ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას უფასოდ ჩაუტარებს.

განრიგის მიხედვით, ვაქციაცია ჩატარდება:
11:00- 12:00 საათამდე - ვარკეთილის ხევის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
13:00-14:00 საათამდე - თემქის ხევის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
15:00-16:00 საათამდე - ვაკის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)
17:00-18:00 საათამდე - ვ. გოძიაშვილის სახელობის პარკი( ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან)

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით განხორციელდება.
ღონისძიოების მიზანია, მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.