სააგენტოს მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა კიდევ ერთი ფისო გადაარჩინა. ფისო ამავე კორპუსის მობინადრემ გულთბილად შეიფარა და თავისი ოჯახის წევრად მიიღო.
გამოძახება ბ. ჭიჭინაძის 29-ე “ე” კორპუსის მცხოვრებლებმა დააფიქსირეს, რის შედეგადაც სააგენტოს რეაგირების ჯგუფმა ოპერატიულად დაათვალიერა აღნიშნული ლოკაცია და აღმოაჩინა, რომ ფისო სავენტილაციო მილის გავლით, კორპუსის სარდაფის კედელში იყო გაჭედილი.
შენობის კომპლექსური კონსტრუქციიდან გამომდინარე, მაშველები 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ფისოს ადგილსამყოფელის იდენტიფიცირებასა და მის ამოყვანას. დიდი ძალისხმევის შედეგად, ფისო რეაგირების ჯგუფმა მშვიდობიანად გამოიყვანა.