დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განახლდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განაახლა.
საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია გერმანულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული საზოგადოების წევრებთან გამართეს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა. მონაწილეებმა იმსჯელეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებაზე, თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საკუთარი და მიუსაფარი ცხოველების მიმართ.
პრეზენტაციის მეშვეობით მონაწილეები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობას, მიზნებსა და ამოცანებს, მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესებს და შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებს. პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ, თუ გაქვთ სურვილი, აღნიშნული შემეცნებითი გაკვეთილი-პრეზენტაცია თქვენს სკოლაშიც ჩაატარდეს, დაუკავშირდით სააგენტოს 112-ის საშუალებით ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში.