იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია / კომპლექსური და ანტირაბიული ვაქცინაცია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, გლდანის მე-6 მიკრორაიონში, შინაური ცხოველების მეპატრონეებს იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სერვისი შესთავაზა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა როგორც კომპლექსური, ისე ცოფის საწინააღმდეგო (ანტირაბიული) ვაქცინაცია.
პროექტის მიზანია, ცხოველებზე მზრუნველი მოქალაქეებისთვის ვეტერინარულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საჭირო/პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ცხოველის კანონიერ მეპატრონედ რომ ჩაითვალოთ, აუცილებელია მისი რეგისტრაცია.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი მეპატრონეების მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია სწრაფად დაადგინოს მეპატრონის ვინაობა და ცხოველი დაუბრუნოს.