სააგენტოს მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა გასაჭირში მყოფი ფისო გადაარჩინა და დედას დაუბრუნა.
ეკიპაჟმა შეტყობინების მიღების შემდეგ დროულად მოახდინა რეაგირება, სიტუაცია ოპერატიულად შეაფასა და დაადგინა, რომ ფისო სავინტილაციო მილის მეშვეობით, მე-5 და მე-6 სართულებს შორის არსებულ სივრცეში იყო გაჭედილი.
მაშველებმა განსაკუთრებული სიფრთხილით შექმნეს ფისოს გამოსაყვანი სივრცეები და მას შემდეგ, რაც ის უსაფრთხოდ გამოიყვანეს, დედა კატის პოვნაც შეძლეს და კნუტი მასთან დააბრუნეს.