სიახლეები
29 სექტემბერი
2025

ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ცხოველებს ვაქცინაცია ჩაუტარდა

ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაურ ცხოველებს (ძაღლებსა და კატებს) ქალაქის ოთხ ლოკაციაზე უფასო ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩაუტარა.

ცხოველების მეპატრონეებს საშუალება ჰქონდათ, ცხოველები აეცრათ მათთვის მოსახერხებელ მისამართებზე: ვარკეთილის ხევის პარკში, თემქის ხევის პარკში, გოძიაშვილის სახელობის პარკში და ვაკის პარკში.
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, შესაბამისად, რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით განხორციელდა.
ღონისძიების მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. რაც შეეხება პატრონიან ცხოველებს — მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეპატრონე ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს ცხოველის ვაქცინაცია.