სიახლეები
30 სექტემბერი
2025

მიუსაფარი ცხოველების რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა

დედაქალაქში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია - “მეიჰიუ საქართველოსა” და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობრივი კვლევა, 2023 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ჩატარდა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2023 წლიდან 2025 წლამდე მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა, დაახლოებით, 3500-ით არის შემცირებული, ხოლო, ამავე პერიოდში მათი პოპულაციის სტერილურობის მაჩვენებელი 32%-დან 74%-მდე გაიზარდა.

აღნიშნული მონაცემები ეფუძნება მასშტაბურ მონიტორინგს, რომელიც მოიცავდა თბილისის ყველა რაიონს. კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სისტემური მიდგომა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას და ყველაზე ჰუმანურ მეთოდს ეყრდნობა, მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქველმოქმედო ორგანიზცია “მეიჰიუ საქართველო” ასევე ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების უფასო სტერილიზაცია-კასტრაციის პროექტს და ზრუნავს ამ სფეროში ჩართული ვეტერინარების კვალიფიკაციის ზრდაზე