სიახლეები
04 ოქტომბერი
2025

მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი ხის სახლები განათავსა

 4 ოქტომბერი მსოფლიო ცხოველთა დღეა! 

ამ დღის აღსანიშნავად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, მიმკედლებლების ჩართულობით, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებზე, მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი ხის სახლები, დედაქალაქის მასშტაბით, ხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიების მიზანი კერძო სექტორის ჩართულობის წახალისება, მიმკედლებელთა მხარდაჭერა და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვაა, რათა რაც შეიძლება მეტ ქუჩის ბინადარს ჰქონდეს თავშესაფარი - თბილი კუთხე.