სიახლეები
06 ოქტომბერი
2025

სააგენტოს მაშველებმა ფისო გადაარჩინეს

ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა, ბარნოვის ქ. N76-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 30-მეტრიანი სიმაღლის ხის კენწეროზე ამძვრალი შეშინებული ფისო გადაარჩინა.
სპეციალური ამწე კალათის დახმარებით, მაშველებმა ის უვნებლად ჩამოიყვანეს. მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობდნენ პროცესში — ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ მაშველებს და ფისოსაც.
მადლობა თითოეულ მოქალაქეს დროული რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის ხშირად, ძაღლებისგან შეშინებული კატები ხეებზე ასვლით ახერხებენ თავის გადარჩენას, მაგრამ საფრთხის გადავლის შემდეგ ჩამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ. გახსოვდეთ, ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით.