სიახლეები
09 ოქტომბერი
2025

სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები სხვადასხვა მისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები სხვადასხვა მისამართზე განათავსა.

პროექტის მიზანია მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი მიმკედლებლების მხარდაჭერა, რომელთა ჩართულობითაც ხორციელდება პროექტი. აგრეთვე, პროექტი მიზნად ისახავს ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებას.

მიუსაფარი ცუგებისთვის ხის სახლების დადგმა მომავალშიც გაგრძელდება.