პროექტი „კარდაკარ“ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
პროექტი „კარდაკარ“ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები გლდანის რაიონში კარდაკარ გადაადგილდებიან და მოსახლეობას სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ჯგუფები შინაური ცხოველების რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას , ასევე, ანტირაბიულ და კომპლექსურ ვაქცინაციას ახორციელებენ
პროექტის მიზანია ცხოველთა მეპატრონეთა მხარდაჭერა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და პასუხისმგებლობის ამაღლება.
შეხვდით ახალ კანონს მომზადებულები!