მობილურ ვეტკლინიკაში ფისოები გასტერილდნენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარ ფისოებზე მზრუნველ მოქალაქეებს, მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში უფასო სტერილიზაციის მომსახურება შესთავაზა. ამჯერად, მობილური ვეტკლინიკა კატებს ნუცუბიძის 1 მ/რ-ში მოემსახურა.
მიუსაფარმა ფისოებმა მიიღეს შემდეგი უფასო მომსახურება:
სტერილიზაცია/კასტრაცია;
ანტირაბიული ვაქცინაცია;
კომპლექსური ვაქცინაცია;
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე, მათ შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე მოეხდინათ შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სტერილიზაცია/კასტრაცია.