სიახლეები
30 ოქტომბერი
2025

მობილური ვეტკლინიკის პროგრამა

ყველა სერვისი ერთ სივრცეში! - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განაგრძობს მობილური ვეტკლინიკის პროგრამას. შინაური ცხოველების მეპატრონეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ერთ სივრცეში, კონკრეტულ ლოკაციაზე, საკუთარ სახლთან ახლოს მოახდინონ შინაური ცხოველის რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია, ასევე კომპლექსური და ანტირაბიული ვაქცინაცია.

8 ნოემბერი, 12:00-17:00 საათამდე - მზიური;
ჩასაწერად აუცილებელად წინასწარ დარეკეთ ტელეფონის ნომერზე - 550 054 144
მოქალაქეებმა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 

გასათვალისწინებელია, რომ სააგენტო აღნიშნულ სერვისებს მოქალაქეებს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობის ფარგლებში სთავაზობს. აღნიშნული სერვისების ღირებულება: სტერილიზაცია - 80 ლარი; კასტრაცია - 60 ლარი; ჩიპირება - 32 ლარი; ანტირაბიული ვაქცინაცია - 23 ლარი; კომლექსური ვაქცინაცია - 33 ლარი.

პროექტის მიზანია, დავეხმაროთ ცხოველთა მეპატრონეებს, რათა მომზადებული შეხვდნენ ახალ კანონს!