შემეცნებითი პრეზენტაცია-გაკვეთილი სკოლებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს
სახალისო და საინტერესო - შემეცნებითი პრეზენტაცია-გაკვეთილი სკოლებისთვის!
ამჯერად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო N100 საჯარო სკოლას ეწვია.
სკოლაში გამართულ პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა იმსჯელეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებაზე, ასევე, მიიღეს მნიშვნელოვანი რჩევები, რაც მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინონ.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მეპატრონეთა ვალდებულებებზე საკუთარი ცხოველის მიმართ.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სახალისო ისტორიები თავიანთი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ოთხფეხა მეგობრის მიტოვება დაუშვებელია! შინაური ცხოველის ყოლა ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც თითოეული მოქალაქე ბავშვობიდან უნდა აცნობიერებდეს. ამ პასუხისმგებლობის გაძლიერება და ცხოველების მიმართ ემპათიის გაღვივება ჩვენი პროექტის მთავარი ამოცანაა.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ აღნიშნული პრეზენტაცია თქვენს სკოლაშიც ჩაატაროს, დარეკეთ ნომერზე - 550 054 144 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.