პროექტი „კარდაკარ“ გრძელდება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პროექტს „კარდაკარ“ ამჟამად ნაძალადევის რაიონში აგრძელებს.
სააგენტოს თანამშრომლები სხვადასხვა მისამართზე მოსახლეობას მომსახურებას მათსავე სახლებში სთავაზობენ.
პროგრამის მიხედვით, ხორციელდება შინაური ცხოველების რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია, ასევე, ანტირაბიული და კომპლექსურ ვაქცინაცია, რაც მიზნად ისახავს, შინაური ცხოველების მეპატრონეთა მხარდაჭერას, ინფორმაციის მიწოდებასა და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობას.
2026 წლიდან კანონში შევა რიგი ცვლილებები და შესაბამისად, სააგენტო პროექტის საშუალებით ცდილობს, მოქალაქეები აღნიშნულ ცვლილებებს მომზადებულები შეხვდნენ.