სიახლეები
18 ნოემბერი
2025

შემეცნებითი გაკვეთილი N12 საჯარო სკოლაში

შემეცნებითი პრეზენტაცია-გაკვეთილები სკოლებისთვის აქტიურად მიმდინარეობს!

ამჟამად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ N12 საჯარო სკოლაში ჩაატარა შემეცნებითი გაკვეთილი. სკოლაში გამართულ პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მეპატრონეთა ვალდებულებებზე იმსჯელეს და ერთმანეთს სახალისო ისტორიები გაუზიარეს თავიანთი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებაზე და მონაწილეებმა მნიშვნელოვანი რჩევები მიიღეს მიუსაფარ ცხოველებთან უსაფრთხო და ჰუმანური ურთიერთობის ხელშესაწყობად.

უნდა გვახსოვდეს, რომ ოთხფეხა მეგობრის მიტოვება დაუშვებელია! შინაური ცხოველის ყოლა ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც თითოეული მოქალაქე ბავშვობიდან უნდა აცნობიერებდეს. ამ პასუხისმგებლობის გაძლიერება და ცხოველების მიმართ ემპათიის გაღვივება კი, ჩვენი პროექტის მთავარი ამოცანაა.

მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ აღნიშნული პრეზენტაცია თქვენს სკოლაშიც ჩაატაროს, დარეკეთ ნომერზე - 550 054 144 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით