იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია / კომპლექსური და ანტირაბიული ვაქცინაცია
დედაენისა და კიკვიძის ბაღში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ჩაატარა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, შინაური ცხოველების მეპატრონეებმა სხვადასხვა სერვისით ისარგებლეს.
მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სახლთან ახლო ლოკაციაზე მიეყვანათ საკუთარი ოთხფეხა მეგობარი და მათთვის ჩაეტარებინათ რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია, ასევე, კომპლექსური და ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ, მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!