ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ტრენინგი საქართველოს შსს-ს აკადემიაში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 50 თანამშრომელმა, 1-8 დეკემბერს, საქართველოს შსს-ს აკადემიაში გაიარეს გადამზადება თემაზე ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი“.
კურსი მოიცავდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ახალი კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების განხილვას.
ტრენინგი ითვალისწინებდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს და სამართალდარღვევების იდენტიფიცირებას, პრაქტიკული კაზუსების დახმარებით. განსაკუთრებული ყურადღება კი, გამახვილდა ცვლილებების ამოქმედების ვადებზე.
გადამზადება ამ ეტაპზე სააგენტოს 50 სპეციალისტმა-მაშველებმა და ოპერატორებმა გაიარეს. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადება ეტაპობრივად განხორციელდება.
ტრენინგის დასასარულს, მონაწილეებს სერტიფიკატები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ არაგველმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა, პოლიციის მაიორმა სოფიო აბულაშვილმა გადასცეს.