სიახლეები
15 დეკემბერი
2025

სააგენტომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა მომსახურება შესთავაზა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, გლდანის პატარა ტბაზე არსებულ პარკსა და მზიურის პარკში შინაური ცხოველების მეპატრონეებს სხვადასხვა მომსახურება შესთავაზა.

ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა სახლთან ახლოს
მოეხდინა ცხოველის იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, ასევე ჩაეტარებინა ანტირაბიული( ცოფის) და კომპლექსური ვაქცინაცია.
აღნიშნული ღონისძიება მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება სხვადასხვა რაიონში.

ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ️ვალდებული ხართ, მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.

არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!