პროექტი „კარდაკარ“ გრძელდება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პროექტს „კარდაკარ“ აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.
ამ ეტაპზე სააგენტოს თანამშრომლები საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, კარდაკარ დადიან და მოსახლეობას კანონში შესულ ცვლილებებს აცნობენ, ასევე, შინაური ცხოველების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციასა და ანტირაბიულ და კომპლექსურ ვაქცინაციას სთავაზობენ, რათა ისინი კანონის მოთხოვნებს მომზადებული შეხვდნენ. პროექტის მიზანია შინაური ცხოველების მეპატრონეთა მხარდაჭერა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება.