სიახლეები
29 იანვარი
2026

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი 120-ე სკოლაში გაიმართა

მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ბავშვებისთვის 120-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. გაკვეთილის მსვლელობისას, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მიუსაფარ ცხოველთან ურთიერთობის წესებზე, თუ რატომ უკეთია მას ყურზე საჭდე, რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს. ასევე, ისაუბრეს პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემაზე და როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში. პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობის გაძლიერაბა. თითოეულმა მოქალაქემ ბავშვობიდანვე უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ აღნიშნული პრეზენტაცია თქვენს სკოლაშიც ჩაატაროს, დარეკეთ ნომერზე - 550 054 144 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით