N16 სკოლაში შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თბილისის N16 საჯარო სკოლამ შემეცნებითი გაკვეთილის ჩასატარებლად მიიწვია.
პრეზენტაციის ფარგლებში, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა იმსჯელეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე, მათზე ზრუნვის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები მიუსაფარ ცხოველებთან სწორი და უსაფრთხო ურთიერთობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:
რა ვალდებულებები აქვს მეპატრონეს საკუთარი ცხოველის მიმართ
რატომ არის მნიშვნელოვანი სტერილიზაცია/კასტრაცია, მოვლა და კონტროლი
როგორ ავიცილოთ თავიდან დაუდევრობა, რაც ხშირად ქუჩაში ცხოველების დატოვებით სრულდება.
შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, როცა მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თბილი და სახალისო ისტორიები თავიანთი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.
ყველას უნდა გვახსოვდეს:
ცხოველის მიტოვება დაუშვებელია!
შინაური ცხოველის ყოლა ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა აცნობიერებდეს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გაძლიერება და ცხოველების მიმართ ემპათიის გაღვივება არის ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი.
თუ გსურთ, რომ სააგენტომ მსგავსი პრეზენტაცია თქვენს სკოლაშიც ჩაატაროს, დაგვიკავშირდით ნომერზე: 550 05 41 44 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.