სიახლეები
21 თებერვალი
2026

თავშესაფარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ვარკეთილში არსებული ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
დასრულებული პროექტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ არაგველმა დაათვალიერა.
რეაბილიტაციის შედეგად, გარემონტდა არსებული გარე და შიდა ვოლიერები. აგრეთვე, განახლდა ლაბორატორია, მოსამზადებელი და საოპერაციო სივრცეები, დაემატა სავენტილაციო სისტემები. უახლოეს მომავალში კი, თავშესაფარი სამედიცინო აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება.
პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.