სააგენტოს წარმომადგენლები ამჯერად „ნიჭიერთა“ სკოლას ესტუმრნენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები ამჯერად სკოლა „ნიჭიერს“ ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი შემეცნებითი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ბავშვებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებზე, შეიტყვეს, თუ რატომ აქვს მიუსაფარ ცხოველებს სპეციალური საყურე ნიშანი (საჭდე) და რა ნაბიჯები უნდა გადადგან, თუ ქუჩაში ცხოველს დახმარება სჭირდება.
მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ საუბარში და დიდი სიყვარულით ჰყვებოდნენ საკუთარი ოთხფეხა მეგობრებზე სახალისო და ემოციურ ისტორიებს.
ინიციატივის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეს პასუხისმგებლობის განცდა და მზრუნველი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ.
თუ გსურთ, მსგავსი საინფორმაცია პრეზენტაცია თქვენს სკოლაშიც ჩატარდეს, დაგვიკავშირდით ნომერზე: 550 054 144, ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.