თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვარკეთილში მდებარე მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ძაღლებისათვის ახალი კონცეფციისა და სტანდარტების, ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული, დიდი ზომის საცხოვრებელი სივრცეები მოეწყობა. თითოეული მათგანის ფართობი 25 კვადრატული მეტრი, ხოლო მთლიანი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 1 600 კვადრატული მეტრია.
დაგეგმილია ორმოცდაათამდე სივრცის მოწყობა, რომლებიც აღჭურვილი იქნება საჩრდილობლით, განათებითა და დახურული საკანალიზაციო სისტემით. აქ მცხოვრებ ცუგებს ექნებათ ინდივიდუალური სახლები და სასეირნო ეზო, უზრუნველყოფილი იქნებიან 24-საათიანი მეთვალყურეობით, საკვებითა და ვეტერინარული მომსახურებით.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ არაგველი და დირექტორის მოდგილე თემურ ბარელაძე გაეცნენ.
პროექტის მიზანია ძაღლების ყოველდღიური ყოფის სათანადოდ უზრუნველყოფა, მათი უსაფრთხოების დაცვა და მიმკედლებლების მაქსიმალური მხარდაჭერა. აქ მცხოვრები ცუგების მოვლა წარიმართება გამჭვირვალედ, დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობით. ცხოველებზე მზრუნველ მოქალაქეებსა და მიმკედლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღიურად მოინახულონ ცუგები, გამოკვებონ და იზრუნონ მათზე, ასევე, იჩუქონ და ღირსეული პატრონობა გაუწიონ.
აღნიშნული პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ხორციელდება.