შინაური ცხოველების მეპატრონეებმა სხვადასხვა სერვისით ისარგებლეს
ვერის პარკში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, შინაური ცხოველების მეპატრონეებმა სხვადასხვა სერვისით ისარგებლეს.
ღონისძიების ფარგლებში, შინაური ცხოველების მეპატრონეებს შეეძლოთ, თავიანთი ოთხფეხა მეგობრების იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კომპლექსური/ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციის ჩატარება.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ️ვალდებულნი ხართ, მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიცირება და რეგისტრაცია.
წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.