პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით პროცესშია
ცხოველთა პოპულაციის მართვის ახალი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასკვნით პროცესს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ არაგველი მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
პროექტის მიხედვით, ტერიტორია 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სადაც ინდივიდუალური ვოლიერები, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციული სივრცე და ლაბორატორია განთავსდა. უახლოეს მომავალში ცენტრი თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით, ასევე, ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.
შეგახსენებთ, რომ ახალი ცენტრი დედაქალაქს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება, რაც მუნიციპალური სერვისების ეფექტურობასა და მოქნილობას მეტად გაზრდის.