ეკიპაჟები ძაღლების გასეირნების წესების დაცვას დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები ძაღლების გასეირნების წესების დაცვას დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ამოწმებენ.
ამასთან, ისინი მოქალაქეებს წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე ინფორმაციას აწვდიან.
ჯგუფებმა მონიტორინგი, სხვა მისამართებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკი), "მზიურსა" და ვაკის პარკში განახორციელეს.
ეკიპაჟები ამოწმებენ როგორც გასეირნების წესის დაცვას, ასევე, ცხოველის რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას. ისინი მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან პატრონის პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების, ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 1032 მიხედვით:
,,ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“
დედაქალაქის მასშტაბით შინაური ცხოველების გასეირნების წესების დაცვა ყოველდღიურ რეჟიმში გადამოწმდება.