მიმკედლებლებს პრეპარატ „სიმპარიკას“ უსასყიდლოდ გადასცემენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მიმკედლებლებისათვის ვეტერინარული პრეპარატის „სიმპარიკას“ უსასყიდლოდ გაცემას ინტენსიურდ განაგრძობს.
აღნიშნული წამალი, 3 600 ერთეულის ოდენობით, სააგენტოს კერძო კომპანია „მეგავეტმა“, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უსასყიდლოდ გადასცა.
,,სიმპარიკა“ არის ბელგიური წარმოების ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისთვის. პროდუქტი გამოიყენება 10-დან 20 კგ-მდე წონის ძაღლებისთვის. პრეპარატი მოქმედებას იწყებს 8 საათში. მედიკამენტი ძაღლებზე ერთჯერადად, პერორალურად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე, გამოიყენება.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მაისის ჩათვლით.
მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
ვარკეთილის მეურნეობა, თვალჭრელიძის 45ა (ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი);
დ. გურამიშვილის ჩიხი N5 (სააგენტოს ცენტრალური ოფისი);
პრეპარატის მისაღებად სავალდებულოა - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ძაღლის (ძაღლების) სარეგისტრაციო მოწმობა, სადაც თქვენ დაფიქსირებული ხართ როგორც მიმკედლებელი. სხვა შემთხვევაში, თქვენი მონაცემები სარეგისტრაციო ბაზაში გადამოწმდება.