სიახლეები
08 აპრილი
2026

მიუსაფარი ცხოველების ანტირაბიულ ( ცოფის საწინაარღდეგო) ვაქცინაცია

ცხოველთა მუნიციპალური სააგენტო მიუსაფარი ცხოველების ანტირაბიულ ( ცოფის საწინაარღდეგო) ვაქცინაციას განაგრძობს.
პროცედურა, ამჯერად, თემქაზე, მე-9 კვარტალში ჩატარდა.
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალიწინებით ხდება.
სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.
ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანი მოსახლეობის, ასევე, ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.