სიახლეები
20 აპრილი
2026

სააგენტომ მიმკედლებლებს ძაღლის საკვები უსასყიდლოდ გადასცა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების მიმკედლებლებს ძაღლის საკვები უსასყიდლოდ გადასცა.

საკვები „ბავარო“ სააგენტომ კომპანია ,,ზოომარტისგან“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიიღო.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან. მსგავსი აქციების შესახებ ინფორმაცია მომავალშიც გამოქვეყნდება.