სიახლეები
22 აპრილი
2026

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სკოლა „სადუნს“ ესტუმრა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სკოლა „სადუნს“ ესტუმრა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მიუსაფარ ცხოველებზე, მათი დაცვის მნიშვნელობასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია. ასევე საუბარი იყო მეპატრონეთა ვალდებულებებზე საკუთარი შინაური ცხოველების მიმართ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ დაუდევრობა, რაც ხშირად ცხოველების ქუჩაში დატოვებაში გამოიხატება.
შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, როცა მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თბილი და სახალისო ისტორიები თავიანთი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.
ყველას უნდა გვახსოვდეს:
ცხოველის მიტოვება დაუშვებელია!
შინაური ცხოველის ყოლა ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა აცნობიერებდეს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გაძლიერება და ცხოველების მიმართ ემპათიის გაღვივება არის ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი.
თუ გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დაგვიკავშირდით: 550 05 41 44, ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.