სააგენტოს მაშველებმა კნუტები გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფმა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის სხვენში გაჭედილი კნუტები გადაარჩინა.
შეტყობინების მიღებისთანავე ეკიპაჟი ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა, ზუსტად განსაზღვრა მათი მდებარეობა და ხის ძელებს შორის გაჭედილი კნუტები უსაფრთხოდ ამოიყვანა.
ადგილზე ასევე მოხერხდა დედა კატის მოძიება. იმისათვის, რომ კნუტები დედას არ დაშორებოდნენ, ინიციატორმა ისინი ერთად აიყვანა თავის მფარველობაში, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა და მნიშვნელოვნად ზრდის მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შანსს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გულწრფელ მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც ჩაერთო კნუტების გადარჩენის პროცესში და გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
ცხოველების დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელი ხაზზე 112-ის საშუალებით.