სიახლეები
27 აპრილი
2026

მონიტორინგის სააგენტომ პრეზენტაცია 175-ე სკოლაში გამართა

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები სკოლებისთვის აქტიურად მიმდინარეობს!
ამჟამად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ პრეზენტაცია 175-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა. შეხვედრაზე იმსჯელეს მეპატრონეთა ვალდებულებებზე, მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი ოთხფეხა მეგობრების შესახებ სახალისო ისტორიები გაუზიარეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიუსაფარი ცხოველების საჭიროებებზე, მათ შორის იმაზე, თუ რატომ უკეთია მიუსაფარ ძაღლს საჭდე. ასევე, მონაწილეებმა მნიშვნელოვანი რჩევები მიიღეს მიუსაფარ ცხოველებთან უსაფრთხო და ჰუმანური ურთიერთობის ხელშესაწყობად.

უნდა გვახსოვდეს, რომ ოთხფეხა მეგობრის მიტოვება დაუშვებელია! შინაური ცხოველის ყოლა დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რომელსაც თითოეული მოქალაქე ბავშვობიდანვე უნდა აცნობიერებდეს. ამ პასუხისმგებლობის გაძლიერება და ცხოველების მიმართ ემპათიის გაღვივება ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია.
თუ გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დაგვიკავშირდით: 550 05 41 44 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.