ფონიჭალიდან გადმოყვანილი ფისოს რეაბილიტაცია
ჩვენმა ექიმებმა კიდევ ერთ ფისოს გაუწიეს დახმარება.
ეკიპაჟმა ის ფონიჭალიდან თავშესაფარში მას შემდეგ შემოიყვანა, რაც სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად უკანა ფეხები ჰქონდა დაზიანებული.
შემოყვანისთანავე ექიმმა ცხოველი გასინჯა და მას ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. რეაბილიტაციის შემდეგ ფისოს სჭირდება მზრუნველი ადამიანი, რომელიც მას სახლში შეიფარებს.
ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, 112-ის საშუალებით ( ზარი უფასოა), რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა დროულად შეძლოს რეაგირება.