პრეპარტი ,,სიმპარიკას" გაცემა დასრულებულია
შინაური ცხოველების მიმკედლებლებს ძაღლებისთვის განკუთვნილი პრეპარატი „სიმპარიკა“ გადაეცათ.
აღნიშნული მედიკამენტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს კერძო კომპანია „მეგავეტმა“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გადასცა - სააგენტომ უსასყიდლოდ მიიღო 3600 ერთეული მედიკამენტი, რომელიც მსურველებს სრულად გადაეცათ. ამ დროისთვის პრეპარატის გაცემა დასრულებულია.
,,სიმპარიკა“ არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისთვის.
სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობას და აქციების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად გამოაქვეყნებს.