სიახლეები
28 აპრილი
2026

სააგენტომ სხვადასხვა მისამართზე ხის სახლები განათავსა

მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვის მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვარკეთილში, სხვადასხვა ადგილზე სპეციალური ხის სახლები განათავსა.
ინიციატივა ხორციელდება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე.
აღნიშნულ აქტივობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა კოკაია დაესწრო.
პროექტის მთავარი მიზანია, შეიქმნას უსაფრთხო და თბილი გარემო მიუსაფარი ძაღლებისთვის, ასევე, გაიზარდოს საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობა ცხოველთა კეთილდღეობის მიმართულებით.