სიახლეები
25 აპრილი
2026

დღეს ვეტერინართა მსოფლიო დღეა

ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი ექიმი-ვეტერინარების მიმართ.

ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციისა (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 2000 წლიდან, აპრილის თვის ბოლო შაბათს, ვეტერინართა მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, საზოგადოებაში ვეტერინარული მედიცინის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვეტერინართა მსოფლიო დღეს ულოცავს და მადლობას უხდის სააგენტოს ექიმ-ვეტერინარებს და თავშესაფრის ყველა თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიური შრომა ცხოველთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას ემსახურება!
მუნიციპალური თავშესაფრის გუნდი ცხოველთა მოყვარული და მათზე მზრუნველი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მოვლასა და მზრუნველობას არ აკლებენ იქ მოხვედრილ მიუსაფრებს. ამ რთული საქმის გაძღოლაში მათ სწორედ ცხოველების მიმართ ემპათია ეხმარება. მათთვის ეს არა მხოლოდ სამუშაო პროცესი, არამედ ცოცხალ არსებებზე მზრუნველობა, პასუხისმგებლობა და მათთან ემოციური კავშირია.